ნიკასთვის განსაკუთრებით ბოლო სეზონი იყო წარმატებული, მას 17 ორმაგი დუბლი ჰქონდა, 4 შეხვედრაში კი 20 და მეტი ქულა ჩააგდო. ქართველი ფორვარდი სან ბელტის კონფერენციის III ხუთეულში დაასახელეს.
მეცხვარიშვილი შარლოტ 49-ის მე-4 ახალწვეულია სეზონის წინ. ამ გუნდმა გასულ სეზონში 19 თამაში მოიგო და 12 წააგო ამერიკის ატლანტიკ კონფერენციაში. მეცხვარიშვილი 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შარლოტს პირველი საგამოფენო მატჩი 19 ოქტომბერს ექნება ჯორჯიის უნივერსიტეტთან.
ახალ გუნდში დაიწყებს სეზონს ვლად სალარიძეც. 22 წლის ფორვარდი რივერსაიდიდან ტენესი-მარტინ სქაიჰოუქსში გადავიდა, რომელიც ოჰაიო ვოლის კონფერენციაში თამაშობს (მე-2 ადგილი რეგულარულში).
კვლავ ლოიოლა მერიმაუნტში ითამაშებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალექს მერკვილაძე. 22 წლის ფორვარდისთვისაც ეს კოლეჯთა ლიგის ბოლო სეზონია. ისევ სან ფრანცისკო დონსში იქნება საბა გიგიბერია, 23 წლის ტანმაღალმა ცენტრმა წინა სეზონი მთლიანად ტრავმის გამო გამოტოვა.