საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში კიდევ ერთხელ დააწინაურეს

საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში კიდევ ერთხელ დააწინაურეს

წლევანდელი ერთა ლიგისა და საკვალიფიკაციო მატჩების ახალი სეზონი დაიწყო. ევროპის ჩემპიონატისა და აღნიშნული შეხვედრების შედეგების მიხედვით, ფიფამ სანაკრებო რეიტინგის სია უკვე მეორედ განაახლა.

ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური სადებიუტო გამოსვლის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 70-ე ადგილის დაკავება შეძლო. თუმცა, ფიფამ ქართველი ფეხბურთელების წვლილი კიდევ ერთხელ შეაფასა და მათ ახალი რეიტინგი მიანიჭა.

ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებების დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რიგით 66-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და ალბანეთის ნაკრებსაც გადაასწრო.

რეიტინგის პირველ ადგილს კვლავ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ეროვნული ნაკრები იკავებს.