UA-Футбол-ის ინფორმაციით უკრაინის პრემიერ ლიგის კოლოსმა ჯერ გააფორმა ხელშეკრულება დინამო თბილისის ნახევარმცველ გიორგი მოისწრაფიშვილთან და შემდეგ გააუქმა ის.
"ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა "მეთავთავეებთან" კონტრაქტი გააფორმა. მეტიც, ის გუნდის განაცხადშიც კი მოხვდა, რომელიც ჩერკასისთან მატჩისთვის ემზადებოდა, მაგრამ შემდეგ სიღრმისეულმა სამედიცინო შემოწმება აჩვენა ნიუანსები, რომლის გამოც ქართველს კოლოსის მაისურით თამაში არ შეეძლო", - წერს უკრაინული გამოცემა.
კოლოსი დღეს უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში 1:1 დაუზავდა ჩერკასის, რომლის რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა ნაკრების ახალწვეულმა შოთა ნონიკაშვილმა. აი, მასპინძელთა განაცხადში კი საერთოდ არ ყოფილა ნიკა გაგნიძე. კოლოსი 3 ქულით მე-14 პოზიციაზეა.
გიორგი მოისწრაფიშვილი 22 წლისაა, ის დინამო თბილისის აღზრდილია. თამაშობდა თელავშიც. გიორგიმ ერთი სეზონი ბელგიურ ბევერენში იჯარით გაატარა და ისევ დინამოში დაბრუნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მან 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.