ემპოლის მცველი საბა საზონოვი ვარჯიშზე სერიოზულად დაშავდა და დიდი შანსია, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.
როგორც ემპოლის განცხადებაშია აღნიშნული, ქართველ მცველს მუხლის წინა ჯვარედინი მყესების დაზიანება აღენიშნება. საზონოვს მკურნალობის მეთოდს სპეციალისტები შეფასების გაკეთების შემდეგ დაუდგენენ. ასევე, შემდგომში გაირკვევა ოპერაცია საჭირო იქნება თუ არა.
ემპოლის განცხადებაში არაფერია აღნიშნული, რამდენ ხანს იუქმებს საბა, მაგრამ როგორც წესი, ასეთი ტრავმები ძალიან მძიმეა. იტალიური მედიის ცნობით კი, დიდი ალბათობით 22 წლის მცველისთვის მიმდინარე სეზონი პრაქტიკულად დასრულდა, რადგან როგორც წესი, მსგავსი დაზიანებისგან გამოსაჯანმრთელებლად 7-9 თვეა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ემპოლის ცოტა ხნის წინ ტორინოდან იჯარით შეუერთდა და ჯერ ტოსკანურ კლუბში დებიუტიც არ ჰქონია. ის ორჯერ იყო სათადარიგო სკამზე ბოლონიას და იუვენტუსის წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში საზონოვმა ტორინოს მაისურით ერთი მატჩი ჩაატარა (მილანთან).