VIDEO: რას აკეთეეეებ, ეს ბიჭი რაგბის ლიონელ მესია - დავით ნინიაშვილის საოცრება საფრანგეთში
აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით დაიწყეს გამოსვლა ვაკო ყაზაიშვილმა და ბექა მიქელთაძემ და მათმა გუნდებმა - ჩინურმა შანდონ ტაიშანმა და სამხრეთკორეულმა გვანჯუმ. 31 წლის ყაზაიშვილმა დუბლი ავსტრალიურ სენტრალ კოსტ მარინერსთან შეხვედრაშ მიითვალა, ხოლო 26 წლის მიქელთაძე გოლით იაპონურ იოკოჰამასთან დაპირისპირებაში გამოირჩა.
შანდონ ტაიშანმა პირველ ტურში ავსტრალიური გუნდი საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ვაკო ყაზაიშვილმა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში, შეუცვლელად ითამაშა, შესვენების შემდეგ კი ორი გოლი გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. ვაკო გატანილი გოლებით 74-ე და 88-ე წუთებზე გამოირჩა.