ნახეთ რას გვპირდება გურამ კაშია

ნახეთ რას გვპირდება გურამ კაშია

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბრატისლავის სლოვანი სტუმრად გლაზგოს სელტიკს დაუპირისპირდება.

სლოვაკური კლუბი პირველად გამოვა ჩემპიონთა ლიგაზე, შესაბამისად, სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ექნება საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას, რომელმაც მატჩამდე სლოვაკური კლუბის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა:

"შოტლანდიაში ნაკრებთან ერთად უკვე ვითამაშე და დაახლოებით ვიცი, რა იქ რა გველოდება. შოტლანდიელი ფანები ფეხბურთით არიან გატაცებული, ატმოსფერო რა თქმა უნდა, საოცარი იქნება. თუმცა, ჩვენ საკმარისად გამოცდილები ვართ, რომ ამას გავუმკლავდეთ და მისგან დადებითი მხარეები მივიღოთ. მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონთა ლიგას", - აღნიშნა გურამმა.

კაშია სლოვანს ჩემპიონთა ლიგაზე კონკრეტულ მიზანს არ უსახავს, როგორც მან თქვა, ისინი ყველა შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯებიან: "მოდი, რეალისტები ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგაზე ქულების მოპოვებასთან დაკავშირებით არ მინდა რაიმე შეფასების გაკეთება და კონკრეტული მიზნის დასახვა. ახალი ფორმატით მსგავს რამეს ვერცერთი გუნდი დაგეგმავს. ამ ტურნირზე მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ. გვინდა ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და სლოვაკეთი ევროპაში. მხოლოდ ერთი დაპირება შემიძლია - მოედანზე ყველაფერს გავიღებთ და ყველა შეხვედრაში 100%-ით დავიხარჯებით".

მსგავსი სიახლეები