სერბეთი საქართველოს ახალი მწვრთნელით დაუბრუნდება. ნახეთ რა სიახლეები იგეგმება 2025 წლის ევრობადკეტზე

სერბეთი საქართველოს ახალი მწვრთნელით დაუბრუნდება. ნახეთ რა სიახლეები იგეგმება 2025 წლის ევრობადკეტზე

სერბეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ლეგენდარულმა სპეციალისტმა სვეტისლავ პეშიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღნიშნულ პოსტზე მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს, ამდენად სერბეთის კალათბურთის ფედერაციას 75 წლის სპეციალისტის შემცვლელის მოძიება მოუწევს.

სერბეთის ნაკრების ევრობაკეტი 2025-ის კვალიფიკაციაში G ჯგუფში თამაშობს და 2 მოგებით ერთპიროვნული ლიდერია. სერბები ნოემბერში სტუმრად და შინ ეთამაშებიან დანიას, გაისად თებერვალში კი ფინეთთან გასვლაზე და საქართველოსთან საშინაო მატჩები ელით.

სწორედ პეშიჩს ჰყავდა ჩამოყვანილი სერბეთის ნაკრები მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში და გუნდთან ერთად დამაჯერებელი გამარჯვებაც იზეიმა – 76:63.

პეშიჩი სერბებს 2021 წლიდან ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, 2024 წლის ოლიმპიადაზე კი – ბრინჯაოსი. 

მსგავსი სიახლეები