ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში დრამატულობა პიკს აღწევს. აზერბაიჯანში შეკრებილმა გულშემატკივრებმა საოცარი რბოლა იხილეს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ოსკარ პიასტრის ტრიუმფით დასრულდა, მეორე და მესამე ადგილები კი, შესაბამისად, შარლ ლეკლერმა და ჯორჯ რასელმა დაიკავეს.
ყველაფერი 50-ე წრეზე გადაწყდა, როცა მე-2 ადგილისთვის ერთდროულად სამი პილოტი იბრძოდა - ლეკლერი, საინსი, პერესი. მალევე კარლოსი და ჩეკო ერთმანეთს შეეჯახნენ. საბედნიეროდ, მრბოლელები მძიმე ავარიას გადაურჩნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, რბოლას გამოეთიშნენ.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი რბოლა იყო - პიასტრი და ლეკლერი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ, ბრძოლა ხშირად უწევდათ ასევე ფერსტაპენსა და ნორისსაც. მე-4 ადგილი სწორედ ბრიტანელმა დაიკავა, მეხუთეზე კი ნიდერლანდელი გავიდა.
სხვათა შორის, ლანდომ მაქსთან სხვაობა 59 ქულამდე შეამცირა, კონსტრუქტორთა თასის ცხრილში კი, მაკლარენმა რედ ბულს 20 ქულით გადაასწრო.
1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 1:32:58.007
2. შარლ ლეკლერი (ფერარი) - +10.910s
3. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - +31.328s
4. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - +36.143s
5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - +77.098s
6. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - +85.468s
7. ალეკსანდერ ალბონი (ვილიამს რასინგი) - +87.396s
8. ფრანკო კოლაპინტო (უილიამსი)- +89.541s
9. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - +92.401s
10. ოლივერ ბეარმენი (ჰაასი) - +93.127s
1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) – 313 ქულა
2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) – 254
3. შარლ ლეკლერი (ფერარი) – 235
4. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) – 222
5. კარლოს საინსი (ფერარი) – 184
6. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) – 166
7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) – 143
8. სერხიო პერესი (რედ ბული) – 143
9. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) – 58
10. ლანსი სტროლი (ასტონ მარტინი) – 24
1. მაკლარენი - 476 ქულა
2. რედ ბული - 456
3. ფერარი - 425
4. მერსედესი - 309
5. ასტონ მარტინი - 82
6. ჰონდა - 34
7. ჰაასი - 29
8. უილიამსი - 16
9. ალპინი - 13.