File engine/modules/notice.php is in the folder, which is available to write (CHMOD 777). For security purposes the connection files from these folders is impossible. Change the permissions on the folder that it had no rights to the write.
აკაკი ᲯᲐᲤᲐᲠᲘძემ ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა

აკაკი ᲯᲐᲤᲐᲠᲘძემ ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა

ზაგრების გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს აკაკი ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

ჯაფარიძემ (90 კგ.) პირველ წრეში ისრაელის წარმომადგენელი როი სივანი დაამარცხა, შემდეგ სლოვაკ პეტერ ზილკას აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში უნგრელ პეტერ საფრანისთან წააგო. რეპეშაჟში ჯაფარიძემ მეტოქე, აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი არ გამოუცხადდა, შესაბამისად, ბრინჯაოსთვის შეხვედრა პირდაპირ იჭიდავა, სადაც უკვე სამხრეთკორეელ სუნგო ლის სძლია.

ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ამავე წონაში გიორგი ჯაბნიაშვილი, რომელმაც იგივე გზა გაიარა, მაგრამ მედლისთვის შეხვედრა დათმო ნიდერლანდელ მარკ ვან დეიკთან.

ამგვარად, საქართველომ ზაგრების გრან პრი, რომელშიც გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჯაფარიძის გარდა, ბრინჯაო თენგო ზირაქაშვილმა (66 კგ) დაისაკუთრა. 

მსგავსი სტრიმები