ბილეთები გაყიდვა ხვალ იწყება! - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ბილეთები გაყიდვა ხვალ იწყება! - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

როგორც მოგეხსენებათ, 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე მატჩში უკრაინას დაუპირისპირება. 

შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს TKT.GE-ზე დაიწყება. 

აქვე გეტყვით, რომ მატჩი ჩვენი დროით 20:45 საათზე დაიწყება

მსგავსი სიახლეები