არასასიამოვნო სეზონის სტარტის შემდეგ, "რომამ" დანიელე დე როსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.

" />
"რომამ" დე როსი გაათავისუფლა

"რომამ" დე როსი გაათავისუფლა

არასასიამოვნო სეზონის სტარტის შემდეგ, "რომამ" დანიელე დე როსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.

კლუბმა გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპეციალისტი გუნდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დაითხოვეს.

"რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა და ლეგენდამ, გუნდში მწვრთნელის პოსტი 2024 წლის იანვარში დაიკავა და თავდაპირველი შთაბეჭდილებაც ბრწყინვალე დატოვა, ვინაიდან, მან სერია A-ს პირველი შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო.

თუმცა, გუნდმა 2024/25 წლების სეზონი საშინლად დაიწყო და პირველი ოთხი მატჩიდან მხოლოდ სამი ქულა დააგროვა. კლუბმა მადლობა გადაუხადა დე როსის თავდადებისა და მისი მოღვაწეობის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის.

როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით, ზაფხულის სატრანსფერო ნაბიჯებისა და გაზრდილი მოლოდინების ფონზე, "რომა" მიზნად ჩენპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ისახავს.

მსგავსი სიახლეები