VIDEO: რას აკეთეეეებ, ეს ბიჭი რაგბის ლიონელ მესია - დავით ნინიაშვილის საოცრება საფრანგეთში
ხორვატიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი ივან პერიშიჩი კარიერას ნიდერლანდების ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ პსვ-ში გააგრძელებს.
მოგეხსენებათ, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, თუმცა, 35 წლის პერიშიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და ამდენად, ერედივიზიონში გადასვლაში ხელი არ შეშლია.
ივანი ბოლოს ხორვატული ჰაიდუკის ღირსებას იცავდა, საიდანაც აგვისტოში მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.
პერიშიჩს კარიერის განმავლობაში ბრიუგეს, ბორუსია დორტმუნდის, ვოლფსბურგის, ინტერის, ბაიერნისა და ტოტენჰემის რიგებშიც უთამაშია. მას ეროვნულ ნაკრებში 136 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.