რომამ, რომელმაც დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანიელე დე როსი დაითხოვა, ახალი თავკაცი შეარჩია. როგორც ცნობილი ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო წერს, დედაქალაქური კლუბის მომავალი დამრიგებელი 49 წლის ხორვატი ივან იურიჩი იქნება.
მას მთელი სამწვრთნელო კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, ამდენად, სერია A-სთან ადაპტაციის პრობლემა არ ექნება. იურიჩი ასისტენტის რანგში მუშაობდა ინტერსა და პალერმოში, მანტოვაში, კროტონეში, ჯენოაში, ვერონასა და ტორინოში კი მთავარი მწვრთნელი გახლათ.
მოსალოდნელია, რომ იურიჩი რომასთან კონტარქტს 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს, ხოლო თუკი კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თანამშრომლობა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე რომაელებმა კალიარისთან, იუვენტუსთანა და ჯენოასთან მატჩები ფრედ დაასრულეს, ემპოლისთან კი მარცხი განიცადეს და 3 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფებიან. რომა მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს შინ უდინეზესთან ჩაატარებს.