ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

person access_timeToday, 00:42 visibility9 chat_bubble_outline0

ლიგა 1-ის მერვე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „სტრასბურგთან“ ფრედ ითამაშა - 3:3.

 

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნაკრებებიდან დაბრუნებული რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ის 61-ე წუთზე ბრედლი ბარკოლას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც 2:3 მარცხდებოდნენ.

 

„პარი სენ ჟერმენმა“ ზეწოლა გააძლიერა, სენი მეილიუმ ანგარიში გაათანაბრა, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ერთხელ მიზანს ასცდა, მეორეჯერ მეკარემ აუღო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

 

პსჟ 17 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და მომავალ მატჩს 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე, ლევერკუზენში „ბაიერთან“ გამართავს.

 

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - სტრასბურგი 3:3

გოლები: 1:0 ბარკოლა (6), 1:1 პანიჩელი (26), 1:2 მორეირა (42), 1:3 პანიჩელი (47), 2:3 რამუში (58, პენ), 3:3 მეილიუ (79)

Ctrl
Enter
შენიშნა შეცომა
მონიშნეთ და დააწკაპუნეთ Ctrl+Enter

სხვა სტატიები