" />
შესაძლოა სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვოს? - ის მშობლიური "სენტ-ეტიენის" მწვრთნელობის კანდიდატანად განიხილება

შესაძლოა სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვოს? - ის მშობლიური "სენტ-ეტიენის" მწვრთნელობის კანდიდატანად განიხილება

ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „სენტ-ეტიენი“, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა, 3 ქულით მე-16 ადგილზეა და თუ 29 სექტემბერს გასვლაზე „ნანტთან" დამარცხდა, შეიძლება მისი მწვრთნელი ოლივიე დალ'ოლიო გადააყენონ.

Daily Mercato-ს ცნობით, დალ'ოლიოს შემცვლელად სამი კანდიდატი - ვილი სანიოლი, პატრიკ ვიეირა და ჟან-ლუი გასე განიხილება.

"საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვილი სანიოლი ამ თანამდებობაზე სერიოზულ კანდიდატად განიხილება. რაც 2021 წელს "ჯვაროსნები" ჩაიბარა, ძალიან კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. ფეხბურთელები მის მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევენ, განსაკუთრებით ეფექტურად ურთიერთობას და ფსიქოლოგიურად მომზადებას. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პლეი-ოფში გავიდა, რაც ისტორიული მიღწევა გახდა. თუმცა, ისმის კითხვა: მზადაა თუ არა ის დატოვოს პოსტი იმისათვის, რათა "სენტ-ეტიენის" გამოწვევა მიიღოს?", - წერს გამოცემა.


სანიოლი სენტ-ეტიენშია დაბადებული და ამ გუნდში 1995-1997 წლებში თამაშობდა.

ვიეირა 2024 წლის აგვისტოში "სტრასბურგის" დატოვების შემდეგ უმუშევარია, ხოლო გასეს "სენტ-ეტიენში" დაბრუნება უნდა, რომელსაც 2017-2019 წლებში ედგა სათავეში, ასაკოვანია (70 წლის), სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ცდუნებას ვერ გაუძლოს და დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები